თელავის დემოკრატიის სკოლაში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ იმსჯელებენ
26 ოქტომბერს თელავის დემოკრატიის სკოლაში საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პროექტის “ქალები ეროვნულ უსაფრთხოებაში” ფარგლებში შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრას, რომელიც 11 საათზე დაიწყება, დაესწრებიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართევლოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე და პროექტის დირექტორი თეონა აქუბარდია. ისინი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, საქართველოს ეროვნული თავდაცვის პოლიტიკის, რუსული ჰიბრიდული ომისა და მისგან მომდინარე გამოწვევების შესახებ ისაუბრებენ.
შეხვედრა იმართება ნატოს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით და მხარდაჭერილია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.