ახალი ამბები

ხანძარს გურჯაანში 60 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თვითმხილველების თქმით, ის სახლში მარტო ცხოვრობდა. ხანძრის შედეგად, საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა.

შემთხვევის ადგილას მობილიზიბული იყო კახეთის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამსახური, სახანძრო და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროენერგიის გაუმართაობამ გამოიწვია. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.