ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში 55 ხატს მირონდენა დაეწყო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში გულიაშვილების ოჯახში 55 ხატს მირონი სდის.
გიორგი გულიაშვილის თქმით, ხატებმა მირონდენა სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგ დაიწყეს.
მისი თქმით, თავდაპირველად მირონდენა 23 ხატს დაეწყო, ახლა კი 55 ხატს სდის მირონი.
,,დაახლოებით ორი თვეზე მეტია ჩემს სახლში 23 ხატს მირონი სდიოდა, რამდენიმე დღეა სხვა ხატებმაც დაიწყეს მირონდენა. მირონდენა ჯერ მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს დაეწყო და 55 ხატს გადაედო.
ხატების სანახავად და სალოცავად სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან როგორც მოქალაქეები, ისე სასულიერო პირები მოდიან’’,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი გულიაშვილმა.