ლაგოდეხის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ,,ქართული ოცნებიდან” კენჭს ომარ შველიძე იყრის
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში სოფელ აფენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარტია ,,ქართულმა ოცნებამ” ადგილობრივი მაცხოვრებელი, 27 წლის ომარ შველიძე წარადგინა.
შველიძე პროფესიით სატრანსპორტო ინჟინერია. წლების განმავლობაში ის ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ლაგოდეხის ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.
მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის სოფელში არსებული პრობლემების შესახებ საკრებულოში საკითხების ინიცირებას და მის მოსაგვარებლად აქტიურ მუშაობას გეგმავს.
,,ვარ სოფელ აფენის მკვიდრი და აქტიური ახალგაზრდა. 2016 წლიდან 2019 წლამდე ვიყავი პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი ლაგოდეხში. მე ვარ სოფლის მკვიდრი და კარგად ვიცნობ არსებულ პრობლემებს.
გამარჯვების შემთხვევაში ვგეგმავ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ამ საკითხების უშუალოდ მიტანას და აქტიურად მუშაობას, სანამ არ აღმოიფხვრება.
ახალგაზრდული კუთხით აქტიურ ვიმუშავებ. მაქვს ამ კუთხით გამოცდილებაც: სხვადახვა სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებაში აქტიურად ვმონაწილეობ.
წინასაარჩევნო კამპანია უკვე დავიწყე, მოსახლეობას აქტიურად ვხვდები. ვფიქრობ, რომ მათთან მჭიდრო კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. მე კი ვიცი რა პრობლემების წინაშე დგანან, მაგრამ მათი ჩართულობის გარეშე რთული იქნება აღნიშნული საკითხების მოგვარება.
გამარჯვების შემთხვევაში მექნება 2 წელი მუშაობის პერიოდი და ამ დროს ნაყოფიერად გამოვიყენებ. ჩემი მიზანია, რომ სოფელი აფენი იყოს ერთ-ერთი წარმატებული”,- განუცხადა “კახეთის ხმას” ომარ შველიძემ.
გამარჯვების შემთხვევაში მექნება 2 წელი მუშაობის პერიოდი და ამ დროს ნაყოფიერად გამოვიყენებ. ჩემი მიზანია, რომ სოფელი აფენი იყოს ერთ-ერთი წარმატებული”,- განუცხადა “კახეთის ხმას” ომარ შველიძემ.
27 ოქტომბერს საქართველოში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. კახეთის რეგიონში არჩევნები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშის აფენის თემში ჩატარდება.
ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, აფენის თემში არჩევნები 4 უბანზე ჩატარდება. კენჭისყრის დღეს სოფელ ჭაბუკიანში 2, აფენში 1 და გვიმრიანში 1 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
შუალედური არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამმა პარტიამ წარადგინა.
შუალედური არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამმა პარტიამ წარადგინა.