ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ახმეტაში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მოტიციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი. დაშავებული ახმეტის რეფერალურ ჰოსფიტალში გადაიყვანეს. როგორც “კახეთის ხმას” მედიკოსებმა განუცხადეს, ზედა კიდურების ტრამვა აქვს და მისი გადაყვანა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გახდება საჭირო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
ნიკოლოზ ესიტაშვილი