ახალი ამბებისტატიებიღია სტუდია

თელავში დაზღვევის საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ირაოს“ ოფისი გაიხსნა (R)

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია„ირაომ“ თელავში ოფისი გახსნა. ის კომპანიის პირველი ფილიალია კახეთის რეგიონში.

„ირაო“ 2004 წელს დაარსდა და დღეს ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. წლების მანძილზე კომპანიამ შეძლო საკუთარი ისტორიის შექმნა და მის წინაშე არსებული გამოწვევების წარმატებით დაძლევა.

”ირაო” ორიენტირებულია როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ სეგმენტზე.

კომპანიის ხელმძღვანელი ვახტანგ დეკანოსიძე განმარტავს, რომ,,ირაო’’ მომხმარებელსა და პარტნიორებს სთავაზობს დაზღვევის მრავალ სახეობას, უმაღლესი ხარისხის მომსახურებასა და მყარ გარანტიებს ადგილობრივი და საერთაშორისო სადაზღვევო სტანდარტების გათვალისწინებით.

,,ძალიან გვიხარია, რომ დღეს გავხსენით თელავში ფილიალი. თავიდან ვიწყებთ საბაზისო პროდუქტებით: ჯანმრთელობის, ქონების, ავტომობილების და სამოგზაურო დაზღვევის კუთხით აქტიურ მუშაობას.

აქ მოსულ ადამიანებს დახვდებათ ყველა საჭირო პროდუქტი და კარგი გარემო. წლის ბოლოდან განვაახლებთ პროდუქტების რაოდენობას და იმედი გვაქვს, რომ რეგიონში დავიმკვიდრებთ თავს. ეს უკვე მეექვსე რეგიონული ფილიალია, ვულოცავ კახეთის რეგიონული ფილიალის თანამშრომლებს’’,- განაცხადა ვახტანგ დეკანოსიძემ.

კომპანიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი შოთა შიშმანაშვილი მიუთითებს, რომ ახალ ოფისში კლიენტები მიიღებენ მაღალხარისხიან და მათზე მორგებულ მომსახურებას.

,,კომპანია ადგილობრივ მცხოვრებლებს შესთავაზებს მრავალფეროვან პროდუქტებს. მოსახლეობა მიიღებს მაღალხარისხიან მომსახურებას მოკლე დროში. ჩვენ ვუზრუნველყობთ მათ სიმშვიდეს და დაცულობას’’,- აღნიშნა შოთა შიშმანაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი კომპანიის რეგიონში ფუნქციონირების მნიშვნელობაზე საუბრობს. ვაჟა ლეშკაშელი მიიჩნევს, რომ,,ირაოს“ თელავში შემოსვლა ხელს შეუწყობს სხვადასხვა დარგის განვითარებას.

,,ირაოს’’ ოფისის გახსნა ხელს შეუწყობს როგორც ბიზნესის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარებას, რადგან კომპანიას დაგეგმილი აქვს აგრარულ სექტორში აქტიურად ითანამშრომლოს ფერმერებთან. რაც ძალიან მისასალმებელია, 6 სამუშაო ადგილი შეემატა თელავს. წარმატებები მინდა ვუსურვო კომპანიის თანამშრომლებს’’,- განაცხადა ვაჟა ლეშკაშელმა.