NDI – გამოკითხული ამომრჩევლის 45% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული ქართველი ამომრჩევლის 45% ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს.
ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 19%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მმართველი პარტია, “ქართული ოცნება” დგას.
კითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – გამოკითხული მოსახლეობის 9 % პასუხობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, 6 %-მა პასუხი არ იცის, 4 %-მა უარი თქვა პასუხზე, 4 % – “პატრიოტთა ალიანსი”, ასევე 4 % – “ევროპული საქართველო”, 9 %-მა აირჩია კატეგორია „სხვა“.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 26 %-ს არ აქვს მეორე არჩევანი.
კვლევა 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოკითხული იყო 2131 პირი. ცდომილების ზღვარი +-1,7 პროცენტია.