კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, მნიშნელოვანია რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო, თუმცა ამ მიმართულებით რიგი საკითხები ჯერ ისევ დასახვეწია.
მისი განმარტებით, საზოგადოების, კონსტიტუციონალისტების, საჯარო მოხელეების და პოლიტიკოსების აზრის გათვალისწინება უნდა მოხდეს და ისე მიიღოს მთავრობამ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საპარლამენტო არჩევნების ახალი ფორმატით მაჟორიტარული წესის გარეშე, პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ეხება.
შეგახსენებთ კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა თელავიდან დაიწყო. შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრას პარტიების და თვითმმართველობის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივები ეწრებოდნენ.
იხილეთ ვახტანგ ხმალაძის ვიდეო: