პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო დისკუსია კახეთიდან დაიწყო.
შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობდა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანას აქვს ევროპული სტილის კონსტიტუცია. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში იგეგმებოდა, თუმცა საზოგადოების მოთხოვნით მისი ვადები შეიცვალა და 2020 წელს არჩევნები ახალი ფორმატით, პროპორციული სისტემით ჩატარდება.
აღნიშნულ საკითხზე იხილეთ ვრცლად პარლამენტის თავმჯდომარის ვიდეო კომენტარი: