თელავში გარე ტრენაჟორების დასამონტაჟებელი ტენდერი ჩაიშალა
თელავის მუნიციპალიტეტის მერია გარე ტრენაჟორების დასამონტაჟებლად ტენდერს ხელახლა გამოაცხადებს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვის განყოფილების უფროსის, ნათია ღაღაშვილის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
,,ტენდერის ჩაშლის მიზეზი არ ვიცით, ხელახლა გამოცხადდება და ალბათ შევძლებთ, პროექტი განვახორციელოთ”,- განაცხადა ნათია ღაღაშვილმა.
პროექტის მიხედვით, ქალაქ თელავში, სამ საჯარო ადგილზე, ღია ტრენაჟორები უნდა დამონტაჟდეს. სატენდერო წინადადების ღირებულება 355 420 ლარია.