თელავში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართება
12 სექტემბერს, 12:00 საათზე თელავის დემოკრატიის სკოლაში სამართლიანი არჩევნები (ISFED) საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილების შესახებ დისკუსიას გამართავს.
შეხვედრაზე განხილული იქნება ასევე სამართლიანი არჩევნების მიერ საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში წარდგენილი რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ და მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ძირითადი ცვლილებები.