სტიქიამ გურჯაანის, სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები დააზარალა
სეტყვამ და ძლიერმა ქარმა გურჯაანის, სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები დააზარალა.
წინასწარი ინფორმაციით, დაიტბორა საკარმიდამო ნათესები, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და დატბორილი სახლებიდან წყალს ტუმბავენ.
როგორც knews.ge-სთან მუნიციპალიტეტებში განმარტავენ, სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.