სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
აქციის მონაწილეების თქმით, სოფლიდან შვიდ კილომეტრში, მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის აშენება ცუდ შედეგებს მოიტანს, რადგან მდინარეს არ გააჩნია შესაბამისი წყლის რესურსი, ხოლო კალაპოტი მცოცავი ქანებისგან შეგდება, რაც ჰესის აშენების შემთხვევაში საფრთხეს ზრდის.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს, გარემოს დამცველებსა და სხვა სპეციალისტებს მათთან შეხვედრა არ გაუმართავთ.
ლაფანყურელები ამბობენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში მოხდება უნიკალური ჯიშის ხეების გაკაფვა, საფრთხე დაემუქრება ამ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ ციხის კომპლექსს, ფლორას და ფაუნას ამასთანავე, მდინარე ლოპოტის დიდი ნაწილის მილებში მოქცევით პრობლემა შეექმნება სასმელი და სარწყავი წყლით სოფლის მომარაგებას.