27 ოქტომბერს ლაგოდეხში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოების შუალედური არჩევნები დანიშნა.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს შუალედური არჩევნები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 27 ოქტომბერს გაიმართება.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ შუალედური არჩევნები ჩატარდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში.
,,საკრებულოების შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას საოლქო საარჩევნო კომისიები გაუწევენ. ამ დროისთვის ცესკომ ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
ცესკოს მიერ ასევე განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები.
ცესკომ ასევე დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები.
დადგინდა ასევე საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა. მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ 50 ამომრჩევლის ხელმოწერით“, – აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.