ყვარელში მევენახეებმა აქცია გამართეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში მევენახეებმა აქცია გამართეს. ისინი სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და ყურძნის ფასი გააპროტესტეს. მათი თქმით, ერთი კილოგრამი რქაწითელის ფასი 70 თეთრია, რაც გაწეულ ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს.
“70 თეთრი თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს. ეს ფასი ჩვენთვის მევენახეებისთვის მიუღებელია. მოვითხოვთ ხელისუფლებამ გვიშუამდგომლოს ღვინის კომპანიებთან და ერთი კილოგრამის ფასი 1 ლარზე ნაკლები არ იყოს. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და თუ ჩვენი მოთხოვნა ორ დღეში არ დაკმაყოფილდა, საპროტესტო აქციებს გავაგრძელებთ“, – აცხადებენ ფერმერები.
გავაზის, ჭიკაანის, ზინობიანის და ახალსოფლის მევენახეების მოთხოვნებს ადგილზე გაეცნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი და ხელისუფლების წარმომადგნელები. გადაწყდა, რომ მოთხოვნას რამდენიმე ფერმერთან ერთად დიალოგის რეჟიმში განიხილავენ.