მდინარე ალაზანში არასრულწლოვანი ბიჭი დაიხრჩო
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახის მიმდებარედ მდინარე ალაზანში არასრულწლოვანი ბიჭი დაიხრჩო.
გარდაცვლილი სოფელ კოლაგში მცხოვრები მეცხრეკლასელია.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მდინარეზე საბანაოდ ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
ერთ- ერთი ვერსიით, მოზარდს გული გაუჩერდა.
ამ დროისთვის ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში უტარდება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.