გურჯაანის 8 სოფელში ამბულატორიების რეაბილიტაცია ხორციელდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის მოსახლეობა ახალი ამბულატორიებით ისარგებლებს.
მერიის ინფორმაციით, 3 სოფელში ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა.
“ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 8 სოფელში განხორციელდება. სოფელ ჩუმლაყში, კალაურსა და ვაჩნაძიანში სამუშაოები უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ზეგაანში, ჭერემში, შაშიანში, ბაკურციხესა და ზემო კაჭრეთში. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ოთახები, სველი წერტილები, შეიცვლება შენობის სახურავები და სხვა. აღნიშნული სამუშაოებისთვის 160 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება”,- განუცხადეს Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
უწყების ინფორმაციით, ამბულატორიის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები სოფელ ახაშენში უახლოეს მომავალში დაიწყება. მშენებლობისთვის გამოცხადებულია ტენდერი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 82 609 ლარს შეადგენს.