კახეთში მზის 7 ელექტროსადგური განთავსდება
ახმეტისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მზის 7 ელექტროსადგური განთავსდება. სამონტაჟო სამუშაოებს კომპანია “იუჯითი” განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, შესყიდვა ხორციელდება იმ სოფლებისათვის, სადაც არიან მუდმივი მცხოვრებლები და ამ დრომდე არ განხორციელებულა ელექტროფიცირება.
გავრცელებული ინფორმაციით, 1 მზის ელექტროსადგური განთავსდება დედოფლისწყაროში, ხოლო 6 ახმეტაში.