მდინარე დურუჯის ხეობაში გეოლოგიური კვლევა ჩატარდება
მდინარე დურუჯის ხეობის ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის მიზნით, ჩეხეთის კომპანია „ISAtech“-ი გეოლოგიურ კვლევას ჩაატარებს.
როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული კომპანია შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და აკუმულირებულ ჩამონატანს.
,,აღნიშნულ საკითხზე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა უკვე გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობისა და კომპანია „ISAtech“-ის წარმომადგენლებმა კვლევის შესახებ იმსჯელეს და დაიგეგმა კონკრეტული სამუშაოები. გარდა უცხოელებისა, კვლევაში მონაწილეობას ქართველი მეცნიერებიც მიიღებენ. პროექტი გაეროს დაფინანსებით განხორციელდება”,– განაცხადეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.