ლაგოდეხში ავარიას სოფელ ნინიგორში მერის წარმომადგენელი ემსხვერპლა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ავარიას ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი მამუკა სულაქველიძე ემსხვერპლა. მისი ავტომობილი სოფელ გიზასკენ მიმავალ გზაზე გადაბრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ნიკოლოზ ესიტაშვილი