კახეთის 8 მუნიციპალიტეტში 657 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში წელს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამიდან 58.7 მილიონი ლარის 657 პროექტი განხორციელდება.
როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროში განმარტავენ, ინფრასტრუქტურული პროექტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, რეგფონდის ახალი ქვეპროგრამების ბიუჯეტიდან განხორციელდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, გურჯაანში ამ დროისთვის 7 მილიონამდე ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, რომლის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. მისივე თქმით, ასევე იგეგმება სხვა მსხვილი პროექტების განხორციელება, რომელიც სოფლებსა და ქალაქში ინფრასტრუქტურულ პრობლემებს მოაგვარებს.
,,აქტიურად ვმუშაობთ არსებული პრობლემების მოგვარებაზე და ვახორციელებთ გზების, წყლის სისტემების შეკეთების და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
დასრულებულია და ზოგი ახლა სრულდება 7 მილიონამდე ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები. ამით არ სრულდება პროექტები და სხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება როგორც ქალაქში ასევე სოფლებში’’,- განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.