,,როსსელხოზნადზორმა“ საქართველოდან ექსპორტირებული ატმის მოსავლის ნაწილი დაბლოკა
საქართველოდან ექსპორტირებული 19 ტონა ატამი და ვაშლატამა რუსეთის ბაზარზე არ დაუშვეს.
ამის შესახებ ИА REGNUM-ს დაღესტნის რესპუბლიკაში „როსსელხოზნადზორის“ პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი განცხადებით, მოსავალში აღმოჩენილი იყო მწერები, რომელთაც პროდუქტის 90%-ის განადგურება შეუძლიათ.
„დაბინძურებული პროდუქტების იმპორტირება ქვეყანაში, რუსეთის ფედერაციის საკარანტინო კანონმდებლობის შესაბამისად, აკრძალულია. ამასთან, ტვირთის მფლობელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლბა დაეკისრება“, – ნათქვამია განცხადებაში.