სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში იაპონელი ხელოვანის გამოფენა გაიხსნა
საქართველოში პირველად, სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში იაპონელი ხელოვანის, კალიგრაფიის ოსტატის, აკემი ლუკასმას ნამუშევრების გამოფენა იმართება. გამოფენა დღეს გაიხსნა და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
აკემი ლუკასმა, გამოფენაზე „ექო-დროისა და სივრცის მიღმა“ ორმოცდათამდე ნამუშევარი წარმოადგინა.
ღონისძიებას იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე, საპატიო სტუმარი, საქართველო იაპონიის მშვიდობის ელჩი, ვაჟა აზარაშვილიც დაესწრო.
ღონისძიება ტარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, სიღნაღის ეროვნული მუზეუმისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით.
ნიკოლოზ ესიტაშვილი