კახეთის გუბერნატორი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა
კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. შეხვედრაზე მან კახეთში 2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისივე თქმით, პროექტების ხარჯი 13 მილიონი ლარით გაიზარდა.
პრეზენტაციაზე ასევე განიხილეს გზების, სასმელი წყლის, ამბულატორიების, სკოლების და ბაღების რეაბილიტაციის საკითხები.
„წყალმომარაგებისთვის გამოყოფილია 6 მილიონი. ასევე იგეგმება 16 ახალი ამბულატორიის აშენება და 47 გარემონტდება. სკოლების რეაბილიტაციისთვის 7 მილიონია გამოყოფილი. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი თანხები არის მობილიზებული მომავალი წლისთვის. 2019 წლიდან მოხდება მომავალი წლისთვის პროექტების შესყიდვა და სამშენებლო ტენდერების გამოცხადება“, –განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.