თელავში საზეიმო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სცენის სახურავი ჩამოვარდა
თელავის ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სცენის სახურავი ჩამოინგრა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უცნობია, რა გახდა სახურავის დაზიანების მიზეზი. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, ტექნიკურმა ჯგუფმა სცენის სახურავის სრული დემონტაჟი უკვე განახორციელა და მომხდარი ფაქტი კონცერტის ჩატარებას ხელს არ შეუშლის.
შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, სცენის მონტაჟი განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობდა და შესაბამისად პასუხისმგებელ კომპანიაზე მერიას ინფორმაცია არ აქვს.
რკინის კონსტრუქცის მონტანჟი თელავის თეატრის წინ წუხელ გვიან ღამით დაიწყო და დღეს დილით დასრულდა. კონსტრუქციის სახურავი შემდეგ ჩამოინგრა, რაც რამდენიმე ადამიანი დასრულებულ სამუშაოებს ამოწმებდა.