კახეთის გუბერნატორი ბრიფინგს გამართავს
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. როგორც “კახეთის ხმას” გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ირაკლი ქადაგიშვილი ბრიფინგზე ისაუბრებს კახეთში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე. ბრიფინგი 15 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ კახეთის მუნიციპალიტეტები დააზარალა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი