სოფელ იყალთოში მამაკაცი მოკლეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. პირი, რომელმაც მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, გარდაცვლილის თანასოფლელია. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.