თელავის თეატრის წინ მუსიკოს პავლე დემურიშვილის ვარკვლავი გაიხსნება
დღეს თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეტარის წინ მუსიკოს პავლე დემურიშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიება საღამოს 5 საათზეა დაგეგმილი.
პავლე დემურიშვილმა თელავის მუსიკალური სასწავლებელი 1967 წელს, ხოლო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი 1972 წელს დაამთავრა.
1962-1965წლებში იყო თელავის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1964-1996წლებში თელავის მე-8 საშუალო სკოლაში მუშაობდა სიმღერისა მასწავლებლად, 1968 წლიდან არის თელავის მუსიკალური სასწავლებლის გუნდის პედაგოგი, ხოლო 2009 წლიდან კი – თელავის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა კამერული გუნდის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
ნიკოლოზ ესიტაშვილი