პანკისში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულებიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 16 პირი რჩება
პანკისში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულებიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 16 პირი რჩება.
საავადმყოფოს ექიმის მაია მრელაშვილის ინფორმაციით, დაშავებული პაციენტებიდან ძირითადად ის პოლიციელები არიან, რომლებმაც დაზიანებები თავის არეში მიიღეს და ქალა-ტვინის ტრავმები აღენიშნებათ.
მისივე თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ქირურგიურ ჩარევას არ საჭიროებენ.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში გუშინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.