კახეთის მთიანეთში თოვლია
დღეს დილიდან თოვდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიან დასახლებებში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არამდგრადი ამინდი რეგიონში 25 აპრილამდე შენარჩუნდება. 22 აპრილს შედარებით გამოიდარებს, ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს.
ქ. თელავში 22 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი და რეგიონის მასშტაბით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.
გომბრის გზის მონაკვეთზე 22 აპრილს კვლავ შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით მცირე თოვლიანი ამინდი.