პანკისში ადგილობრივებმა, რომლებიც პოლიციას უპირისპირდებიან, შსს-ს მანქანები დაწვეს
პანკისში კვლავ დაძაბულობაა. სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება ცოტა ხნის წინ განახლდა. ადგილობრივებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. მათ დაზიანებული მანქანები,ჯერ ხელკეტებით დაამტვრიეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.
მათ ასევე მანქანაში არსებული ტექნიკა და ნივთები დააზიანეს. ამ წუთებში პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანთან კვლავ დაძაბული მდგომარეობაა.
რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას. სპეცრაზმმა ადგილობრივების მისამართით ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან.