გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა. შს მინისტრი, სავარაუდოდ, პანკისელებს პირადად შეხვდება.
,,ადგილობრივებს ქვები არ უნდა გამოეყენებინათ. ახლა უნდა დავჯდეთ და თუ რაიმე არგუმენტი აქვთ მოქალაქეებს დავილაპარაკოთ. არ დავუშვებთ არავის უფლებების დარღვევას. არც ადგილობრივების, არც მშენებლების და სამართალდამცავების. დამატებითი ძალების შემოყვანა მოხდა მაშინ როცა უმართავი გახდა სიტუაცია”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ხეობაში დილიდან დაძაბული ვითარებაა. პანკისის ხეობის მცხოვრებლები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, პოლიციას რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.