ხვალ სოფელ ანაგაში აქცია გაიმართება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობა ხვალ აქციას გამარტავს. ადგილობრივები ხვალ სასაფლაომდე მისასვლელი დაზიანებული გზის რეაბილიტაციას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.
აქციის ორგანიზატორი, სოფელ ანაგის მკვიდრი ნინო გოგოლაშვილი აცხადებს, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მასშტაბურ აქციებს დაიწყებენ.
,,ჩვენი პრობლემა ეხება სოფელ ანაგაში სასაფლაოების პრობლემას, რომლებსაც აქვთ მეწყერსაშიში და მიუვალი გზები. ჩვენ ვიკრიბებით, რათა ადგილობრივ თვითმართველობას და შესაბამის პასუხისმგებელ ორგანოებს მივაწვდინოთ ხმა, რომ სათანადო ყურადღება დაუთმონ ჩვენს პრობლემებს.
ორ დღიანი გადაუღებელი წვიმის შემდეგ სასფლაოსკენ მიმავა გზაზე ტონობით დაყრილი მიწა მთლიანად გადაირეცხა და ფაქტობრივად გზის სავალი ნაწილი დაფარულია ტალახით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ გზის რეაბილიტაცია და ამავე დროს სანიაღვრე არხის მოწყობა”,- განუცხადა “კახეთის ხმას” ნინო გოგოლაშვილმა.
აქცია სოფლის ცენტრში, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14 საათზე დაიწყება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი