ახალი ამბები

ვაზიანი-გომბორის გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 1-ლი კილომეტრიდან კახეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილების მოძრაობა.

საავტომობილო მოძრაობას ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.