ახალი ამბები

ახმეტაში ხანძრის ჩაქრობის დროს მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ახმეტის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უბედური გარდაიცვალა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სოფელ ნადუქნარში 34 წლის ლევან ოღაიძე სოფლის სასაფლაოზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა. მას სახანძრო მანქანაზე ასვლის დროს ფეხი გაუცურდა და გადმოვარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.