ახალი ამბები

სირიაში პანკისის ხეობაში მცხოვრები კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.  ამის შესახებ ინფორმაცია პანკისის ხეობაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. 25 წლის ამირან ბორჩაშვილი სოფელ დუმასტურში ცხოვრობდა.

არსებული ინფორმაციით, ის თურქეთის გავლით სირიაში სამის წლის წინ, ბიძაშვილთან ერთად, ასლანბეგ ბორჩაშვილთან ერთად წავიდა. მანამდე კი ის თელავის უნივერსიტეტში ისტორიის სპეციალობაზე სწავლობდა.

სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე საქართველოს 34 მოქალაქე ემსხვერპლა.