ახალი ამბები

გურჯაანის სასამართლოსთან სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზებაა

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძისა და ვალერი მუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული.

სასამართლოს ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის დაახლოებით 300-მდე თანამშრომელია.
გასულ სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც ის 15 000 მოქალაქისა და პარლამენტის 27 წევრის პირადი თავდებობით მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას ითხოვდა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ის სათანადოდ მომზადებული არ იყო.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კირკიტაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.