სოფელ კაკაბეთში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
მერიაში აცხადებენ, რომ ბაღი თანამედროვე სტანდარტებსა და ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაციის ღირებულებამ, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, 88 000 ლარი შეადგინა.