ახალი ამბები

თელავში მცხოვრები სპორტსმენი სამბოში საქართველოს ჩემპიონი გახდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მცხოვრებმა სპორტსმენმა, ანზორ სიდამონიძემ სამბოში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მან 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში 4 მოწინააღმდეგე დაამარცხა და კვიპროსში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
,,ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან მომეცემა საშუალება, კვიპროსში ევროპის ჩემპიონობის ტიტულისთვის ვიბრძოლო. დღემდე ბევრი ტურნირი მაქვს მოგებული. მიღებული მაქვს სხვადასხვა რაოდენობის ფულადი ჯილდო. ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი ორჯერ გავხდი. მეორედ გავხდი ასევე სამბოში საქართველოს ჩემპიონი ჩემს წონით კატეგორიაში. ეს არის ჩემთვის დამატებით სტიმულის მომცემი, რომ მეტ შედეგს მივაღწიო’’,- განუცხადა knews.ge-ს ანზორ სიდამონიძემ.