ახალი ამბები

კახეთში სხვადასხვა სახის 16 იფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, 2019 წელს ტურიზმის განვითარების, წყალმომარაგების, სკვერების, პარკების და ნაგავსაყრელების მოწყობის მიმართულებით სხვადასხვა სახის პროექტები განხორციელდება. მისი თქმით, წყალარინების მიმართულებით 16 პროექტი განხორციელდება.
მაია ცქიტიშვილის თქმით, სამიზნე მუნიციპალიტეტებია თელავი, საგარეჯო, ახმეტა და სიღნაღი.
,,როგორც სხვა რეგიონებში, ასევე კახეთშიც იგეგმება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. მუნიციპალიტეტებში და რეგიონებში მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, მოხდება პარკების, სკვერების და ნაგავსაყრელების მოწყობა, განხორციელდება წყალმომარაგების და წყალარინების და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება. იგეგმება ბაღების და სკოლების მძენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა. 2019 წელს კახეთში, თელავის, ახმეტის, საგარეჯოს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების კუთხით დაგეგმილია 16 პროექტის განხორციელება”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.