ახალი ამბები

კაჭრეთში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კაჭრეთში ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი მძიმედ დაშავადა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გურჯაანის და საგარეჯოს საავადმყოფოებში მოათავსეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.