გურჯაანის მერიისა და სამხედრო გაწვევის სამსახურის თანამშრომლებს ხელფასი გაეზარდათ
1 მარტიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის თანამშრომლების ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 100 ლარით გაიზარდა.
მერიაში აცხადებენ, რომ ისინი 650 ლარის ნაცვლად, 750 ლარს მიიღებენ.
,,აღნიშნულ პირების შრომის ანაზღაურება სახელფასო ფონდიდან გაიზარდა. ამ მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტიდან 11 ათასი ლარი დაიხარჯება. პირველი იანვრიდან ხელფასები ასევე 150 ლარით გაეზარდათ მესამე რანგის პირველი კატეგორიის სპეციალისტებსაც”,- განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ.