ახალი ამბები

სოფელ კურდღელაურში 11 სულიან ოჯახს ბინიდან ასახლებენ

ამ წუთებში ხმაურია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში. მესტვირიშვილების 11 სულიან ოჯახს კერძო იპოთეკარი სახლიდან ასახლებს.
როგორც ,,ლეიბორისტული პარტიის” კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ნიკა ვარდოშვილმა knews.ge-ს განუცხადა, 11 სულიდან 4 მცირეწლოვანი ბავშვია.
,,ოთხი მცირეწლოვნიდან ერთი ბავშვი წლისაც არ არის. ამხელა ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება, ეს არის სახელმწიფოს დღევანდელი პოლიტიკა და მიდგომა”,- განაცხადა ნიკა ვარდოშვილმა.
knews.ge სოფელ კურდღელაურში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, მიხეილ ეგიდუნაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ოჯახის გამოსახლების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, ოჯახი 4 წევრისგან შედგება. knews.ge ცდილობს დეტალების გარკვევას და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.