ახალი ამბები

საერთაშორისო სასტუმროების ოპერატორი KERTEN HOSPITALITY ყვარელში სასტუმროს გახსნის

საქართველოში საერთაშორისო სასტუმროების ოპერატორი კომპანია Kerten Hospitality შემოდის. კომპანიაში განმარტავენ, რომ 2019 – 2020 წლებში ყვარელში სასტუმრო გაიხსნება, რომელიც 80-ნომრიანი იქნება.
“Kerten Hospitality დიდ გეგმებს ამყარებს ქართული ტურიზმის ბაზარზე და ამ ორი პროექტის გარდა, უკვე განიხილება სხვა პროექტები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში. დაგეგმილი სასტუმროები ავთენტურ და განსხვავებულ კონცეფციას და დასვენების გამოცდილებას შესთავაზებენ თავიანთ სტუმრებს” – აცხადებენ კომპანია “SavvY”-ში, რომელმაც ყვარლის სასტუმროს ბიზნეს გეგმა ინვესტორის კერძო დაკვეთით მოამზადა.
კომპანიის ინფორმაციით, სასტუმრო კომპლექსის კონცეფცია ყვარელში სპა ცენტრსა და თანამედროვე საგამოფენო ცენტრებსაც მოიაზარებს.