სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტში შეხვედრები ხვალ დასრულდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები შეხვედრებს ხვალ დაასულებენ. როგორც “კახეთის ხმას” მერიაში განუცხადეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები 8 სოფლის მოსახლეობას შეხვდებიან.
“სოფელ სანიორესა და ჯუღაანში 12 საათზეა დაგეგმილი შეხვედრა, ლალისყურში 13:30 საათზე, ხოლო, თეთრიწყლებში, კობაძეებში, სეროდანში, ნადიკვარსა და პანტიანში კი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას 15:00 საათზე შეხვდებიან. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტში 717 000 ლარია გამოყოფილი”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ნიკოლოზ ესიტაშვილი