ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩი ახმეტასა და პანკისში შეხვედრას გამართავს

22 თებერვალს ახმეტასა და პანკისის ხეობაში, ევროკავშირის ელჩი შეხვედრას გამართავს.
კარლ ჰარცელი სიტყვით გამოვა ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტის გახსნაზე. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით,
პროექტის ფარგლებში სხვა აქტივობებთან ერთად შეიქმნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG). პროექტს ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს ორგანიზაცია “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (Action Against Hunger).
დღის მეორე ნახევარში ევროკავშირის ელჩი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობაში გაემგზავრებიან. ისინი პანკისში ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.
გარდა ამისა, ისინი ბირკიანში საჯარო სკოლას ეწვევიან და შეხვდებიან პედაგოგებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ.