სოფელ კაბალის საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს 29 სკოლის მშენებლობას იწყებს.
29 სკოლიდან 11 სკოლაზე პროექტირება-მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობაზე უკვე გამოაცხადა ტენდერი.
სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ახალი სკოლების მშენებლობის გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში დაგეგმილი აქვს სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი