შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოს იაგო ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იაგო ბოლოთაშვილი გამოცდილი კადრია და უწყებაში 2006 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
,,იაგო ბოლოთაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობა 2006 წელს, გამომძიებლის პოზიციიდან დაიწყო. წლების განმავლობაში ის უწყებაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. 2016-2017 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილების უფროსად (დეტექტივ-გამომძიებელი), შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ – დეტექტივების განყოფილების უფროსად. 2017 წლიდან ამ დრომდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. ამ თანამდებობაზე მან შოთა ხაჟომია შეცვალა”,– აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.