გურჯაანის მერის მოადგილე ლელა თევდორაშვილი გახდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მოადგილა წარადგინა. აღნიშნული თანამდებობა ,,ბაგა-ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა დაიკავა.
,,ლელა თევდორაშვილი გამოცდილი და პროფესიონალი კადრია. ,,ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელის თანამდებობაზე 12 წელი მუშაობდა”,- განუცხადეს “კახეთის ხმას” გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა გეთიაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა გასული წლის დეკემბერში დატოვა.
ავტორი: მაკა ხაზიური