ახმეტაში ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით იანვარში 31 686 ლარი დაიხარჯა
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მიმდინარე წლის იანვარში 31 686 ლარი გაიხარჯა.
მერიაში განმარტავენ, რომ ამ თანხით სხვადასხვა მიმართულება დაფინანსდა.
,,პირველი და მეორე ბავშვის შეძენისას 8 ოჯახზე გაიცა 1 000 ლარი; უსინათლოთათვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი დახმარება 5 ბენეფიციარზე გაიცა, რომელმაც 750 ლარი შეადგინა. ასევე დაფინანსდა 95 წელს გადაცილებული 2 ხანდაზმული 200 ლარით. გარდა ამისა, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 9 ბენეფიციარზე გაიცა ტრანსპორტირების ხარჯი 4 500 ლარი, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახებს (7 ბენეფიციარი) დაუფინანსდა ელექტროენერგიის გადასახადი 700 ლარის ოდენობით. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე 23 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 4 763 ლარის ღირებულების მედიკამენტები.
ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სტაციონარული მკურნალობა, ოპერაცია და ლაბორატორიული გამოკვლევები, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 52 ბენეფიციარს – 18 833 ლარით
,,განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის „ დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 13 ბენეფიციარი 5440 ლარით”, – აცხადებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.